ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სიახლეები

კონკურსი დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან პროგრამაზე მოწვეული პერსონალის შერჩევის მიზნით

კონკურს
,,ევროპის უნივერსიტეტი’’ აცხადებს კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პერსონალის შერჩევის მიზნით დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, შემდეგი მიმართულებით:
  1. ქართული ენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მოწვეული ლექტორის პოზიციის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა)ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ქართულ ფილოლოგიაში ან მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სწავლის სფეროში (მაგალითად, ზოგადი ენათმეცნიერება, გამოყენებითი ენათმეცნიერება, ქართველური ენათმეცნიერება);

ბ) ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის  ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ    აღიარებული       სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: hr@eu.edu.ge ) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი მიმართულების;

ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ  ბმულზე:); 

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ)შესაბამის სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა .არსებობის შემთხვევაში  კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);

ე) სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს (არსებობის შემთხვევაში, ხოლო სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საკუთარი რესურსით პერსონალის გადამზადებას);

ვ) ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი:

ვ.ა) ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ.ბ) ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით; 

ვ.გ) ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.);

ზ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ცნობა“;

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: 

  1. პირველი ეტაპი – კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
  2. მეორე ეტაპი – საჩვენებელი ლექციის ჩატარება. 

კონკურსის ვადები:

მოწვეული ლექტორის პოზიციის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 13 მაისიდან 23  მაისის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას და კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76. hr@eu.edu.ge ტელ: 032 2 000 171 ; ტელ: 032 2 000 171

მიბმული ფაილები: