საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები, სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მარიკა ბოკუჩავა ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო

სავეტერინარო
“ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი მარიკა ბოკუჩავა 4–8 მაისს ესტონეთში, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტში გამართულ Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო.

პერსონალის საერთაშორისო კვირეულის მთავარ თემას წარმოადგენდა მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა და “მწვანე უნივერსიტეტის“ პრაქტიკული მოდელები აკადემიურ სივრცეში.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უნივერსიტეტის წარმომადგენლები და აკადემიური პერსონალი.

პროგრამა მოიცავდა თემატურ ლექციებს, სამუშაო შეხვედრებს, ქალაქის მწვანე ინფრასტრუქტურის გაცნობას, გასვლით ვიზიტებს დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებზე და ადგილობრივ ბიომეურნეობაში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცირკულარულ ბიოეკონომიკას, ურბანულ ბიომრავალფეროვნებას და გარემოსდაცვით კომუნიკაციას.

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა ვეტერინარიის მიმართულების წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იყო სამომავლო ინსტიტუციური თანამშრომლობის პერსპექტივები.

კვირეულის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.