ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
კონკურსი სტუდენტებისთვის: სრულად დაფინანსებული საზაფხულო სკოლა ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტში
“ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს სრულად დაფინანსებულ კონკურსს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
ინტენსიური კურსის ფარგლებში მონაწილეები ჩაერთვებიან კულტურულ და სოციალურ აქტივობებში, მათ შორის, ქალაქის ტურებში, მუზეუმებისა და ინოვაციური ჰაბების ვიზიტებში, კულტურულ ღონისძიებებსა და საერთაშორისო ქსელურ შეხვედრებში.
საზაფხულო სკოლის აკადემიური პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:
- მარკეტინგი
- ბრენდინგი
- კომუნიკაციები
- ლიდერობა
- ხელოვნური ინტელექტი (AI)
პროგრამის განხორციელების თარიღები: 27 ივლისი – 7 აგვისტო
მონაწილეთა რაოდენობა: 10 სტუდენტი
სამიზნე აუდიტორია: ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ყველა პროგრამის სტუდენტი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
- აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა
- რეზიუმე (CV)
- ნიშნების ფურცელი GPA-ის მითითებით (მინიმალური GPA – 2.5)
- ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი
(სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, ინგლისური ენის ტესტირება ჩატარდება ევროპის უნივერსიტეტში) - პასპორტის ან პირადობის მოწმობის სკანირებული ასლი
პროგრამა დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ. შერჩეული სტუდენტები მიიღებენ სრულ ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც მოიცავს:
- ორმხრივი ავიაბილეთებისა და მატარებლის ბილეთების დაფინანსებას (580 ევრო ერთ მონაწილეზე, ევროკავშირის დისტანციის კალკულატორის საფუძველზე);
- ყოველდღიური ხარჯების დაფინანსებას 280 ევროს ოდენობით
- სტუდენტური საცხოვრებლით უზრუნველყოფას
მნიშვნელოვანი ინფორმაცია: საქართველოს მოქალაქეებისთვის გამგზავრებამდე სავალდებულოა ETIAS ავტორიზაციის მიღება. აღნიშნული წარმოადგენს სამოგზაურო ნებართვას. დეტალური ინფორმაცია ავტორიზაციის შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: https://travel-europe.europa.eu/etias/how-to-apply/what-you-need-to-apply
საზაფხულო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატს და 5 ECTS კრედიტს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, სრული განაცხადი წარმოადგინოთ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/7jqXd5Fo5Y8M7HJg6 არაუგვიანეს 18 მაისისა.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელფოსტაზე: internatinoal.office@eu.edu.ge
გისურვებთ წარმატებებს!