საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტში” Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა

Erasmus+
2026 წლის 5 მაისს, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტს” სლოვენიის ახალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნანა ვებერი ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში მოწვეულმა პროფესორმა “ევროპის უნივერსიტეტის” ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ინტერაქციული ლექცია თემაზე – „კომუნიკაციისა და მედიაციის უნარების სწავლება უმაღლეს განათლებაში: კონფლიქტების მოგვარების პრაქტიკული მიდგომები“ ჩაატარა.

სესიის მიზანი იყო უმაღლეს საგანმანათლებლო გარემოში როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული პერსონალისთვის, პრაქტიკული მედიაციის ტექნიკების გაცნობა.

ვორქშოფის მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აქტიურ მოსმენასა და მედიაციაზე დაფუძნებული კომუნიკაციის ინსტრუმენტები, ასევე ინტერპერსონალური და ინსტიტუციური კონფლიქტების მართვის პრაქტიკული სტრატეგიები.