საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი სალომე წურწუმია Erasmus+ სასწავლო მობილობის ფარგლებში ავსტრიაში იმყოფებოდა

Erasmus+
13-17 აპრილს, “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სალომე წურწუმია, Erasmus+ სასწავლო მობილობის ფარგლებში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ავსტრია) იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტის” წარმომადგენელი სამართლის კლინიკის სამუშაო პროცესს დაესწრო და სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია თემაზე – „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენება გარემოსდაცვით დავებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას“ ჩაატარა.

ლექციის ფარგლებში განიხილეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები.

აკადემიურმა პერსონალმა ერთობლივი სამეცნიერო სტატიებისა და კვლევითი ნაშრომების მომზადების შესაძლებლობებზე იმსჯელა. ვიზიტის ფარგლებში ასევე განიხილეს ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების გაზიარების მიმართულებები.

აღნიშნული Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და ხელს უწყობს “ევროპის უნივერსიტეტსა” და “ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს” (CEU) შორის სამომავლო პარტნიორობის განვითარებას.