ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტის” ფინანსური სამსახურის წარმომადგენლები “ერაზმუს+” საერთაშორისო მობილობის ფარგლებში ლატვიაში იმყოფებოდნენ
“ევროპის უნივერსიტეტის“ ფინანსური სამსახურის მენეჯერები ია ციქუბაძე და ლია ჯიქია 13-17 აპრილს, “ერაზმუს+” საერთაშორისო ადმინისტრაციული მობილობის პროგრამის ფარგლებში ალბერტას კოლეჯში (რიგა, ლატვია) იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები მასპინძელი უნივერსიტეტის ფინანსური დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.
მობილობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო გამოცდილების გაზიარება და სხვადასხვა ინსტიტუციაში დანერგილი პრაქტიკების შედარება, რამაც ხელი შეუწყო პროფესიული ხედვის გაფართოებასა და ახალი მიდგომების გააზრებას.
აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენს “ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს.