ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“ევროპის უნივერსიტეტში” მედიცინის ფაკულტეტის ლექტორებისთვის ტრენინგების კვირეული გაიმართება
6,7,9 და 10 მაისს, „ევროპის უნივერსიტეტში“ მედიცინის ფაკულტეტის ლექტორებისთვის ტრენინგების კვირეული გაიმართება.
ტრენინგს თემაზე -“Pre-Clinical Teaching, Assessment and AI in Medical Education” დიდი ბრიტანეთის სუონსის უნივერსიტეტის პროფესორი სტივენ კეიპი ჩაატარებს.
პროგრამის ფარგლებში განხილული იქნება პრეკლინიკური სწავლების თანამედროვე მიდგომები, შეფასების მექანიზმები და ხელოვნური ინტელექტის როლი სამედიცინო განათლებაში.
ტრენინგების კვირეულის მიზანია “ევროპის უნივერსიტეტის” ლექტორებისთვის აკადემიური განვითარების შესაძლებლობის შექმნა და სასწავლო პროცესში თანამედროვე მიდგომების ინტეგრირება.