ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები
“ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია თემაზე – „ანტინარკოტიკული კამპანია“ გაიმართება
5 მაისს, 12:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრისა და სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართება.
საჯარო ლექცია თემაზე – „ანტინარკოტიკული კამპანია“ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის ინიციატივით ჩატარდება.
შეხვედრის მიზანია ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება ნარკოტიკებთან დაკავშირებული საფრთხეებისა და მათი პრევენციის მნიშვნელობის შესახებ.
ლექციას გაუძღვებიან გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორი ლუკა გამყრელიძე და მისი მოადგილე დავით ხვედელიძე.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება ნარკოტიკული ნივთიერებების ზეგავლენა საზოგადოებაზე, არსებული სამართლებრივი რეგულაციები და პრევენციის ეფექტური მექანიზმები.
მისამართი: დავით გურამიშვილის გამზირი 76, აუდიტორია 505
შეხვედრის დრო: 12:00 საათი
დასწრება თავისუფალია.