ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
“Simulation-Based Clinical Teaching and Assessment” – ტრენინგების კვირეული “ევროპის უნივერსიტეტში”
1-2 მაისს “ევროპის უნივერსიტეტში“ ტრენინგების კვირეულის ფარგლებში სესიები გაიმართა.
ტრენინგებს სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორები სერხიო სინზა სანხურხო და დანიელ რეი ალდანა უძღვებოდნენ.
ლექტორებისთვის გამართული ტრენინების – “Simulation-Based Clinical Teaching and Assessment” მიზანი კლინიკური სწავლების პროცესში სიმულაციური მეთოდების ეფექტიანი გამოყენება და თანამედროვე მიდგომების გაზიარებაა.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებზე, რამაც მათ სიმულაციური სწავლების როლის უკეთ გააზრებასა სტუდენტების კლინიკური უნარების განვითარებაში დაეხმარებათ.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საერთაშორისო გამოცდილებასა და იმ პრაქტიკებს, რომლებიც დღეს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში წარმატებით გამოიყენება.
ტრენინგების განმავლობაში ლექტორები დაეუფლნენ იმ ცოდნასა და მეთოდურ ინსტრუმენტებს, რომლებიც მათ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და აკადემიური პროცესის თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებთან მორგებაში დაეხმარება.
ტრენინგების კვირეული აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცეში ინოვაციური, პრაქტიკაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას ემსახურება.