“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი თამარ დევდარიანი 20-24 აპრილს, “ერაზმუს+” საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში, ალბერტას კოლეჯში (რიგა, ლატვია) გამართულ საერთაშორისო კვირეულს დაესწრო.
საერთაშორისო აკადემიური კვირეული მოიცავდა მრავალფეროვან აკადემიურ და პროფესიულ აქტივობებს, მათ შორის ლექციებს, სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს, რომლებსაც საერთაშორისო ექსპერტები და ლექტორები უძღვებოდნენ და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
თამარ დევდარიანის მონაწილეობა აღნიშნულ საერთაშორისო ღონისძიებაში ხელს უწყობს აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის პოზიციონირების გაძლიერებას.