სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტის” ფრენბურთის გოგონათა გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონია

“ევროპის უნივერსიტეტის” ფრენბურთის გოგონათა გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ჩემპიონია.

29 მაისს გამართულ ფინალურ მატჩში “ევროპის უნივერსიტეტის” გუნდი “ბათუმს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა. 

აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. 

“ევროპის უნივერსიტეტი” ულოცავს ფრენბურთის გოგონათა გუნდს ამ გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს!