ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საჯარო ლექციების სერია „ევროპის უნივერსიტეტში“
13 – 17 აპრილს, „ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექციების სერია გაიმართა, რომელსაც GBSB ბიზნესის სკოლის ბარსელონას კამპუსის პროფესორი დენის ბოევსკი უძღვებოდა.
ლექციები ჩატარდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და მიზნად ისახავდა ფინანსური ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის თანამედროვე მიდგომების გაზიარებას.
ლექციების ფარგლებში, პროფესორმა სტუდენტებს გააცნო ორი აქტუალური თემა: „ბიზნესის შედეგების გააზრება ფინანსური ანალიზის საშუალებით: რიცხვებიდან გადაწყვეტილებამდე“ და „სტრატეგიული სცენარები: გაურკვევლობის მართვა ფინანსური პროგნოზირების გზით“.
განხილული იყო ფინანსური მონაცემების ინტერპრეტაციის მნიშვნელობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება, ასევე, ბიზნესგარემოში არსებული რისკებისა და გაურკვევლობების შეფასების მეთოდები.
ლექციები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა პრაქტიკულ მაგალითებსა და რეალური ბიზნესქეისების ანალიზს, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევდა თეორიული ცოდნა პრაქტიკასთან დაეკავშირებინათ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფინანსური პროგნოზირების როლს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში და ორგანიზაციული მდგრადობის უზრუნველყოფაში.