“ევროპის უნივერსიტეტში” არქეოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართება
24 აპრილს, 17:00 საათზე, ევროპის უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით, საჯარო ლექცია – ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმები და კომერციული არქეოლოგიის მნიშვნელობა საქართველოში“ გაიმართება
ლექციას ვენეციის კაფოსკარის უნივერსიტეტის დოქტორი, კომპანია “ლეიერკოს” დამფუძნებელი დავით დარეჯანაშვილი გაუძღვება.
საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, კომერციული არქეოლოგიისა და მათი მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებული მდგომარეობა.
შეხვედრის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენა ქვეყანაში მიმდინარე ინტენსიური ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროცესების ფონზე.
საუბარი შეეხება მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებს, რომლებიც განსაზღვრავს იმ სავალდებულო ღონისძიებებს, რომელთა შესრულებაც აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის სათანადო კვლევისა და დაცვის უზრუნველსაყოფად.
მომხსენებელი ისაუბრებს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების როლზე კულტურული მემკვიდრეობის მართვისა და დაცვის სფეროში.
დასწრება თავისუფალია
მისამართი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი N76, ევროპის უნივერსიტეტი, მე-4 სართული, N409 აუდიტორია.