„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ერაზმუს+ მოკლევადიან პროგრამას ხორვატიაში გაივლიან
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები „ვუკოვარის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის“ (ხორვატია) მიერ გამოცხადებულ ერაზმუს+ მოკლევადიან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩნენ.
კონკურსის შედეგად გაარჯვებული სტუდენტები არიან:
- მედეა წერედიანი
- გულნაზი მაღრაძე
- ლუკა ჩხეიძე
პროგრამა ხორციელდება ერაზმუს+ პროექტის (2025-1-HR01-KA171-HED-000334903) ფარგლებში და მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ინოვაციური, პრაქტიკაზე ორიენტირებული ცოდნისა და უნარების განვითარებას.
მონაწილეობის ფარგლებში სტუდენტები ჩაერთვებიან აკადემიურ და პრაქტიკულ აქტივობებში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ პროფესიულ განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაღრმავებასა და ინტერკულტურული უნარების გაძლიერებას.
აღნიშნული შესაძლებლობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ერაზმუს+ პროგრამის მნიშვნელობას სტუდენტებისთვის, როგორც აკადემიური და პიროვნული განვითარების მნიშვნელოვან პლატფორმას.