24 აპრილს ევროპის უნივერსიტეტში ვეტერინარიის საერთაშორისო დღე აღინიშნება
24 აპრილს ვეტერინარიის კვირეულის ფარგლებში“ევროპის უნივერსიტეტი” ვეტერინარიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ვეტერინარიის მსოფლიო ასოციაციამ წლევანდელ თემად “ვეტერინარები: სურსათისა და ჯანმრთელობის მცველები” დაასახელა.
“ევროპის უნივერსიტეტში” გამართული კვირეული სწორედ ამ აქტუალურ თემასთან დაკავშირებული პანელური დისკუსიითა და სტუდენტური კონფერენციით დასრულდება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები, პროფესორები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
შემაჯამებელი ღონისძიება 11:00 საათზე, საქართველოში არსებული ეკოსისტემის განხილვითა და დარგში არსებული სიახლეების განხილვით დაიწყება, რის შემდეგაც მთავარ თემასთან დაკავშირებით პანელური დისკუსია გაიმართება.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ვიწვევთ სტუდენტებს, აბიტურიენტებსა და ვეტერინარიით დაინტერესებულ პირებს „ევროპის უნივერსიტეტის“ ახალ, სპეციალურად სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტისთვის მოწყობილ თანამედროვე სასწავლო გარემოში.
მისამართი: “ევროპის უნივერსიტეტის” G კორპუსი, გურამიშვილის გამზირი 76
გახსნა / პანელური დისკუსია: 11:00 – 13:00 საათი
შესვენება: 13:00 – 14:00 საათი
სტუდენტური კონფერენცია: 14:00 – 16:00 საათი
პანელურ დისკუსიაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: სარეგისტრაციო ბმული