20-24 აპრილს XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის “ევროპის უნივერსიტეტში” ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
20-24 აპრილს “ევროპის უნივერსიტეტი” ვეტერინარიით დაინტერესებულ XI-XII კლასის მოსწავლეებს ვეტერინარიის კვირეულზე გიწვევთ.
20, 21 და 23 აპრილს კვირეულის ფარგლებში ღია კარის დღეები გაიმართება, სადაც პრაქტიკულად იმუშავებთ სიმულატორებზე, მოირგებთ ვეტერინარის როლს და სიღრმისეულად გაეცნობით თქვენს მომავალ პროფესიას.
“ევროპის უნივერსიტეტი” გიმასპინძლებთ გარემოში, სადაც მეცნიერება და ცხოველებზე ზრუნვა ერთიანდება.
აირჩიე შენთვის სასურველი აქტივობა და მოემზადე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებში სამუშაოდ. ვორქშოპის დაწყებამდე კი, ვეტერინარიის ფაკულტეტის დეკანი კამპუსტურზე გაგაცნობს გარემოს, სადაც სულ მალე შენც ისწავლი.
20 აპრილი, 16:00 საათი – ქირურგიული ინოვაციები
აღმოაჩინე თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობები:
- სიმულატორების სამყარო: ნახე სასწავლო მოდელები, რომლებიც პრაქტიკული უნარების შეძენაში დაგეხმარება
- ლაპარასკოპიის დემონსტრირება: დაესწარი უსისხლო ოპერაციის სიმულაციას და გაიგე, როგორ მუშაობს ქირურგიული კამერა
21 აპრილი, 17:00 საათი – ვიზუალური დიაგნოსტიკა
“დაინახე” იქ, სადაც შეუიარაღებელი თვალით ვერაფერს ვხედავთ:
- ექოსკოპიის მასტერკლასი: თავად ნახე, როგორ ტარდება ულტრაბგერითი კვლევა
- სასწავლო სიმულატორები: ჩვენი დახმარებით, გამოცადე ძალები პრაქტიკულ სავარჯიშოებში
23 აპრილი, 16:00 საათი – მიკროსამყარო და ანატომია
შეისწავლე ორგანიზმის საიდუმლოებები უახლესი ტექნოლოგიებით:
- მიკროსკოპიის ლაბორატორია: ჩაიხედე უჯრედების დონეზე და აღმოაჩინე უხილავი სამყარო
- ციფრული ანატომია: გაეცანი ანატომაჟს – უახლეს 3D პლატფორმას, რომელიც ანატომიის შესწავლას საოცარ თავგადასავლად აქცევს
ვეტერინარიის კვირეული 24 აპრილს ვეტერინარიის საერთაშორისო დღის აღნიშვნით დასრულდება. დარგის წამყვან პროფესიონალებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად აქტუალური საკითხები პანელურ დისკუსიაზე განიხილება.
პრაქტიკულ სამუშაოებზე ადგილები შეზღუდულია, მოასწარი სასურველ აქტივობაზე რეგისტრაცია: სარეგისტრაციო ბმული