საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტში“ 20-24 აპრილს ვორკშოპი „Professional Development Workshop in English Language Teaching“ გაიმართება

English
„ევროპის უნივერსიტეტი“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინგლისური ენის სპეციალისტების პროგრამის დაფინანსებით 20, 21, 22 და 24 აპრილს ვორკშოპს „Professional Development Workshop in English Language Teaching“ გამართვას.

ვორკშოპს აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ლივაისი გაუძღვება. ინტენსიური პროგრამა მოიცავს TESOL მეთოდოლოგიას, სასწავლო პროცესში სიახლეების დანერგვას, თანამედროვე მიდგომების გაცნობას და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის კონსულტაციებს.

შესაბამისად, ვორკშოპებზე დასწრება საინტერესო იქნება ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის, მკვლევრებისთვის და ამ მიმართულების პოსტ-დოქტორანტებისთვის.

დეტალური განრიგი:

20 აპრილი

11:00 – 14:30: TESOL Methodology: Contemporary Approaches to Oral Language Instruction + Practical Applications

14:30 – 15:30: PhD Student Consultation

21 აპრილი

11:00 – 14:30: Suprasegmentals: Issues at the Word Level + Teaching Word Stress — Practical Strategies & Assessment
14:30 – 15:30: PhD Student Consultation

22 აპრილი

11:00 – 14:30: Suprasegmentals: Stress at the Phrase Level + Teaching Phrase Stress — Strategies & Assessment

14:30 – 15:30: PhD Student Consultation

24 აპრილი

11:00 – 14:30: Suprasegmentals: Intonation in English + Teaching Intonation and Its Meanings

14:30 – 15:30: Open Consultations for Academic Personnel

15:30 – 16:00: Closing Ceremony & Certificate Distribution

ვორკშოპები გაიმართება „ევროპის უნივერსიტეტის“ G კორპუსში, მისამართი: გურამიშვილის გამზირი 76.

ვორკშოპებზე რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორს საერთაშორისო ურთიერთობების მიმათულებით, დოქტორ ნიკოლოზ ფარჯანაძეს: nikoloz.parjanadze@eu.edu.ge

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 აპრილი

ვორკშოპზე დასწრებისთვის გაიცემა სერტიფიკატები.