სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

„ღირებულებებზე დაფუძნებული თუ ხელშეკრულებებით შეზღუდული? – პოზიტიური ვალდებულებების მნიშვნელობა ევროკავშირის სისხლის სამართალში“

ევროკავშირის
„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით საჯარო ლექცია თემაზე – „ღირებულებებზე დაფუძნებული თუ ხელშეკრულებებით შეზღუდული? პოზიტიური ვალდებულებების მნიშვნელობა ევროკავშირის სისხლის სამართალში“ გაიმართა.

ლექციას დანიის ორჰაუსის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროფესორი სორენ ვერდონერი უძღვებოდა, რომელმაც აუდიტორიას ევროკავშირის სისხლის სამართლის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და თეორიულად მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა მთავარ საკითხზე: უნდა განისაზღვროს თუ არა ევროკავშირის სისხლის სამართლის პოლიტიკა მხოლოდ ხელშეკრულებებით მინიჭებული კომპეტენციების ფარგლებში, თუ იგი ასევე უნდა ეფუძნებოდეს ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს და მათ პრაქტიკულ განხორციელებას.

ლექციის ფარგლებში განხილულ იქნა პოზიტიური ვალდებულებების კონცეფცია, როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლოა განსაზღვრავდეს ევროკავშირის აქტიურ როლს ღირებულებების დაცვის პროცესში.

დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კრიტიკულ კითხვას – რამდენად მოქმედებს ევროკავშირი საკუთარი ღირებულებების დაცვისას სისხლის სამართლის სფეროში ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საზღვრებში და ხომ არ სცდება ზოგიერთ შემთხვევაში ამ სამართლებრივ ჩარჩოს.

ღონისძიებას „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იოსებ კელენჯერიძე ესწრებოდა.

საჯარო ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში.

ლექციის მსვლელობისას უზრუნველყოფილი იყო თანმიმდევრული თარგმნა.

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტი აგრძელებს მსგავსი ტიპის აკადემიური ღონისძიებების ორგანიზებას, რაც მიზნად ისახავს თანამედროვე სამართლებრივი დებატების გაღრმავებას და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას.