„ევროპის უნივერსიტეტში“ სემინარი თემაზე – „პანკრეატიტი შინაურ ბინადარ ცხოველებში“ გაიმართა
On March 31, 2026
Comments Off on „ევროპის უნივერსიტეტში“ სემინარი თემაზე – „პანკრეატიტი შინაურ ბინადარ ცხოველებში“ გაიმართა
27 მარტს, „ევროპის უნივერსიტეტში“, სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით კომპანია „პურინას“ წარმომადგენლებმა სემინარი თემაზე – „პანკრეატიტი შინაურ ბინადარ ცხოველებში“ ჩაატარეს.
სემინარის ფარგლებში ივანე ზაქარეიშვილმა და გვანცა ჯინჭარაშვილმა დეტალურად განიხილეს დაავადების გამომწვევი მიზეზები, კლინიკური ნიშნები, მიმდინარეობის თავისებურებები და მოსალოდნელი გართულებები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდებსა და მკურნალობის სქემებს.
თეორიულ ნაწილთან ერთად, მომხსენებლებმა აუდიტორიას პრაქტიკული გამოცდილებაც გაუზიარეს და სხვადასხვა რეალური კლინიკური შემთხვევა (Case Studies) გააანალიზეს.
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. დამსწრე აუდიტორიის მხრიდან დაფიქსირდა მაღალი ჩართულობა, რაც გამოიხატა შინაარსიანი დისკუსიითა და დარგობრივი კითხვა-პასუხით.