საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის უნივერსიტეტსა” და “დოქუზ ეილულის უნივერსიტეტს” (თურქეთი) შორის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი
“ევროპის უნივერსიტეტსა” და “დოქუზ ეილულის უნივერსიტეტს” (თურქეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა აკადემიურ და კვლევით მიმართულებებში.

„დოქუზ ეილულის უნივერსიტეტი“ გამოირჩევა ძლიერი სამედიცინო ინფრასტრუქტურითა და მრავალპროფილური კლინიკური ბაზით, სადაც ხორციელდება როგორც დიაგნოსტიკური, ასევე თერაპიული და ქირურგიული მომსახურება.

აღნიშნული გარემო სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ მრავალმხრივი კლინიკური გამოცდილება და ჩაერთონ პრაქტიკულ სასწავლო პროცესში თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად.

აღნიშნული პარტნიორობა უსვამს ხაზს “ევროპის უნივერსიტეტის” მიზანს, გააძლიეროს საერთაშორისო კავშირები და სტუდენტებს შესთავაზოს ხარისხიანი და პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლება.