16-20 მარტს „ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის ფაკულტეტისდა გერმანიის სტომატოლოგიური კლინიკის MVZ Kinderzahnarztpraxis Konstanz MediLink Gmbh ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტის – “პირის ღრუს სტატუსი, პირის ღრუს ჰიგიენის ჩვევები და კვებითი ქცევები 6-12 წლის ბავშვებში საქართველოში”- ფარგლებში „მწვანე სკოლის“ ნაძალადევის ფილიალში ვიზიტი გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის და მედიცინის ფაკულტეტების აკადემიურმა პერსონალმა და სტომატოლოგიური კლინიკა EU Dent-ისა და პარტნიორი კლინიკის სტომატოლოგებმა 6-12 წლის ბავშვებს პირის ღრუს გამოკვლევა და სხვა საჭირო პარამეტრების განსაზღვრა ჩაუტარეს.