Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროგრამაში შერჩეული სტუდენტებისთვის 24 მარტს საორიენტაციო სესია გაიმართა
შეხვედრის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილე სტუდენტებს ამომწურავი და პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს მობილობის პროცესთან დაკავშირებით. განხილული იყო პროგრამის მიმდინარეობა, ადმინისტრაციული პროცედურები, აკადემიური მოთხოვნები, ასევე ის შესაძლებლობები, რომლებსაც სტუდენტები საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ სრულად დაფინანსებული საერთაშორისო მოკლევადიანი მობილობის პროგრამის ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტიდან” სხვადასხვა ფაკულტეტის 26 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.
პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენას, ასევე ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარებას.
Ge