სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ქართულ-ამერიკულ სამართლის აკადემიას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი
„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მხარდაჭერით, „ევროპის უნივერსიტეტსა“ და ქართულ-ამერიკულ სამართლის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და „ქართულ-ამერიკული სამართლის აკადემიის“ თავმჯდომარემ ტარიელ კაკაბაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი სამართლის საბაკალავრო და კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ღონისძიების ფარგლებში, ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია თემაზე – „ადვოკატის როლი სისხლის სამართლის პროცესში“ გაიმართა.

ლექციას უძღვებოდა ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, რომელმაც აუდიტორიას ამომწურავად გააცნო ადვოკატის პროფესიული ფუნქციები, მისი პასუხისმგებლობა და მნიშვნელობა სისხლის სამართლის პროცესში.

შეხვედრას ესწრებოდა ფაკულტეტის დეკანი, ეკა კაველიძე.

საჯარო ლექციის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტების ჩართულობას, ინტერაქციასა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.