სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

საჯარო ლექცია „ევროპის უნივერსიტეტში“ – „ღირებულებებზე დაფუძნებული თუ ხელშეკრულებებით შეზღუდული? პოზიტიური ვალდებულებების მნიშვნელობა ევროკავშირის სისხლის სამართალში“

საჯარო ლექცია
30 მარტს, 14:00 საათზე „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით საჯარო ლექცია თემაზე – „ღირებულებებზე დაფუძნებული თუ ხელშეკრულებებით შეზღუდული? პოზიტიური ვალდებულებების მნიშვნელობა ევროკავშირის სისხლის სამართალში“ გაიმართება.

ლექციას დანიის ორჰაუსის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროფესორი სორენ ვერდონერი გაუძღვება და მიმოიხილავს ევროკავშირის სისხლის სამართლის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დებატს – უნდა განისაზღვროს თუ არა ევროკავშირის სისხლის სამართლის პოლიტიკა მხოლოდ ხელშეკრულებებით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, თუ ასევე უნდა ეფუძნებოდეს ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას და მათ პრაქტიკულ რეალიზაციას.

ლექცია სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს დაფიქრდნენ ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე – როდესაც ევროკავშრი ცდილობს საკუთარი ღირებულებების დაცვას სისხლის სამართლის სფეროში, რამდენად მოქმედებს იგი ხელშეკრულებებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და ხომ არ სცდება ზოგჯერ სამართლებრივ საზღვრებს?

ღონისძიება საინტერესო იქნება:

  • სტუდენტებისთვის
  • მკვლევრებისთვის
  • აკადემიური პერსონალისთვის
  • ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვინც ევროკავშირის სამართალსა და სისხლის სამართლის თანამედროვე განვითარებას აკვირდება.

დასწრება თავისუფალია.

უზრუნველყოფილი იქნება თანმიმდევრული თარგმნა.

შეხვედრის ადგილი: დავით გურამიშვილის 76, ევროპის უნივერსიტეტი, აუდიტორია 505.