„ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა სწავლების პროცესში“ – ვორკშოპი აკადემიური პერსონალისთვის
On March 13, 2026
Comments Off on „ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა სწავლების პროცესში“ – ვორკშოპი აკადემიური პერსონალისთვის
7 მარტს, „ევროპის უნივერსიტეტში“ სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით, აკადემიური პერსონალისთვის ვორკშოპი თემაზე – “ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა სწავლების პროცესში” გაიმართა.
შეხვედრას ფსიქოლოგი, ტრენერი ნინო ჩალაძე უძღვებოდა.
აღნიშნული ვორკშოპი 2024-2025 აკადემიური წლის პერსონალის საჭიროებების კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე ჩატარდა.
თეორიული ჩარჩოს გაცნობის შემდეგ, მონაწილეებმა პრაქტიკული აქტივობებით განამტკიცეს მიღებული ცოდნა. სესიები დაეთმო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა თვითრეფლექსია, ემოციების მართვა და ეფექტური ინტერპერსონალური კომუნიკაცია აკადემიურ გარემოში.
ვორკშოპს „ევროპის უნივერსიტეტის“ სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრის ხელმძღვანელი მაგული ღამბაშიძე ესწრებოდა.
შეხვედრის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა დასწრების სერტიფიკატი.