„ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია – „ადვოკატის როლი სისხლის სამართლის პროცესში“ გაიმართება
19 მარტს, 15:00 საათზე „ევროპის უნივერსიტეტში“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია თემაზე – „ადვოკატის როლი სისხლის სამართლის პროცესში“ გაიმართება.
ლექციას ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუძღვება.
დასწრება თავისუფალია.
მდებარეობა: დავით გურამიშვილის 76, აუდიტორია 505.