მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პრაქტიკის გავლის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

ჯო ენის
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პრაქტიკის გავლის მიზნით მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი  საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.

პრაქტიკის პერიოდი : 16 მარტი – 10 აპრილი (2026 წელი)

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:

  1. GPA > 3.0
  2. სწავლის საფეხური – დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი პროგრამის მე-4 , მე-5 და მე-6  კურსი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ელ. ფოსტაზე mdstudentscompetition@eu.edu.ge  2026 წლის 10 მარტის ჩათვლით.

გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება  2026 წლის 11 მარტს.

გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით, სტუდენტთა შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი სამოტივაციო წერილებისა და გასაუბრების საფუძველზე.

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 8 სტუდენტი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 12 მარტისა.

პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.