6, 7, 8 მარტს “ევროპის უნივერსიტეტში” არქეოლოგიის IV საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება
6, 7, 8 მარტს ,,ევროპის უნივერსიტეტში“ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და “ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით არქეოლოგიის IV საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება.
სესიაზე წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური ექსპედიციების საველე კვლევა-ძიების ანგარიშები.
ღონისძიება ეძღვნება აკადემიკოს მალხაზ აბდუშელიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი (თბილისის, რუსთავის, მცხეთის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის სამეცნიერო ცენტრები), ასევე უცხოელი არქეოლოგები (ავსტრია, პოლონეთი).
ადგილმდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზირი N76, ევროპის უნივერსიტეტი, A კორპუსი
ზ. ჟვანიას სახელობის საკონფერენციო დარბაზი (აუდიტორია 505)
სესიის დასაწყისი – 11:00 საათი