მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტები უნგრეთში “ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში” პრაქტიკებს გადიან

ფსიქოლოგიის
„ევროპის უნივერსიტეტის“ ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტები უნგრეთში გაემგზავრნენ და 23-27 თებერვალს “ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში” პროფესიულ პრაქტიკას გაივლიან.

დღეს სტუდენტები სკოლამდელ განათლებაში დაკვირვების მეთოდს განიხილავენ და ლექციის შემდგომ მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას.

კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები მთელი კვირის განმავლობაში „ევროპის უნივერსიტეტის“ სრული დაფინანსებით შემდეგ საკითხებს გაივლიან:

  • თამაშის ფსიქოლოგია
  • მენტალური ჯანმრთელობა პედაგოგიკაში
  • რეფლექსური აზროვნების უნარი
  • მოწყვლადობა ოჯახში
  • ადრეული განვითარებისა და დაწყებითი განათლების პედაგოგიკა

საერთაშორისო მასშტაბით მსგავსი გამოცდილების მიღება მნიშვნელოვნად განავითარებს ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტების უნარებს და ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ ზრდას.