დიპლომირებული მედოკოსის პროგრამის სტუდენტები მიუნხენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კლინიკურ სტაჟირებას გადიან
„ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედოკოსის პროგრამის სტუდენტები გერმანიაში, მიუნხენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ქირურგიის დეპარტამენტში კლინიკურ სტაჟირებას გადიან.
სტუდენტები მთელი კვირის განმავლობაში დაესწრებიან ოპერაციებს, მონაცვლეობით იმუშავებენ კვლევითი, ლაპარასკოპიული, ინოვაციური მეთოდებისა და ტრანსპლანტოლოგიის განყოფილებებში და მიიღებენ მონაწილეობას ყოველდღიურ პროცესებში.
მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სპეციალურად შექმნილი სტაჟირების პროგრამა უზრუნველყოფს მათი კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას.
სტუდენტები კლინიკურ პრაქტიკას მიუნხენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ევროპის უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით გადიან.