საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის სტუდენტებმა ესპანეთში კლინიკური პრაქტიკა გაიარეს

ესპანეთში
დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებმა ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში კლინიკური სტაჟირება გაიარეს.

სპეციალურად “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებისთვის მომზადებული პროგრამა, რომელიც სხვადასხვა სიტუაციებში გადაუდებელი მდგომარეობების მართვას და პირველადი დახმარების გაწევას მოიცავდა, დასრულდა.

ფინალური დღე პოლიტრავმული შემთხვევების მართვას და სიმულაციურ გარემოში მულაჟების გამოყენებით საჭირო დახმარების აღმოჩენას დაეთმო.

მიღებული გამოცდილება სტუდენტებს დაეხმარებათ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაში, პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესებაში და ახალი უნარების განვითარებაში.