საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

სტუდენტებისთვის ერაზმუს+ შერეული ინტენსიური პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსებული კონკურსი გამოცხადდა

ერაზმუს+
ერაზმუს+ შერეული ინტენსიური პროგრამის ფარგლებში, „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის, „კომენიუსის უნივერსიტეტში“ (ბრატისლავა, სლოვაკეთი) სრულად დაფინანსებულ ერთკვირიან საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა.

პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული საგაზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ სოციალური უფლებების მნიშვნელობის კრიტიკულ გააზრებას თანამედროვე მსოფლიოში.

სასწავლო პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ ინსტრუმენტებს, მათ შორის ევროპის სოციალური ქარტიისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის როლს სოციალური უფლებების დაცვისა და განვითარების კონტექსტში.

საგაზაფხულო სკოლის თარიღები: 23-27 მარტი, 2026

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

ფინანსური საკითხები

შერჩეული მონაწილე მიიღებს Erasmus+ გრანტს შემდეგი პირობებით:

  • საცხოვრებლისა და ყოველდღიური ხარჯების ანაზღაურებისათვის – €395
  • მგზავრობის დაფინანსებისათვის – €360 (დისტანციის კალკულატორის მიხედვით)

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ „კომენიუსის უნივერსიტეტი“ არ უზრუნველყოფს სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებას, ამდენად, საცხოვრებლის მოძიება და დაფინანსება სტუდენტის მიერ უნდა იყოს უზრუნველყოფილი სტიპენდიის გამოყენებით.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი წინაპირობები:

  • კანდიდატი უნდა იყოს სამართლის ან საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი ევროპის უნივერსიტეტში.
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე (შემოწმდება ინგლისურენოვანი ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპზე.)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა, აუცილებელია, წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი, შემდეგ დოკუმენტებთან ერთად:

  • რეზიუმე (CV)
  • ნიშნების ფურცელი (GPA მითითებით)
  • ინგლისური ენის B2 დონეს დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • პასპორტის / პრადობის მოწმობის სკანირებული ვერსია

განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, სრული განაცხადი ატვირთოთ შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfTL0SagUqUHBNLO52DUgQSh8MxyqRKHpfMVuw0Vyu1GBgBCg/viewform?usp=send_form

განაცხადის ატვირთვის საბოლოო ვადა: 10 თებერვალი