სტომატოლოგიის ფაკულტეტის სიახლეები

სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები თურქეთში კლინიკურ სტაჟირებას გადიან

თურქეთის
„ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტები თურქეთში „აიდინის უნივერსიტეტში“ კლინიკურ სტაჟირებას გადიან.

27 იანვარს სტუდენტებს ჩაუტარდათ ლექცია და ვორკშოპი პაროდონტოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენებულ ნაკერების სახეობებზე.

ლექციაზე განხილული იყო ყველა ტიპის ნაკერი კლინიკურ შემთხვევებთან ინტეგრაციით.

პრაქტიკულ სამუშაოზე ყველა სტუდენტს ჰქონდა საშუალება რეალურ გარემოში გამოეყენებინა მიღებული თეორიული ცოდნა და ემუშავა ორგანულ მასალაზე.

სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სპეციალურად შედგენილი პროგრამა ერთკვირიანია. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები კლინიკურ პრაქტიკას პირის ღრუსა და ყბა-სახის რადიოლოგიის, პირის ღრუსა და ყბა-სახის ქირურგიის, ენდოდონტიის, პაროდონტოლოგიისა და აღდგენითი სტომატოლოგიის დეპარტამენტებში გაივლიან.