„ევროპის უნივერსიტეტი“ COST Action -ის პროექტის ADVANCE-TB-ის დახურვის ღონისძიებას უმასპინძლებს
2026 წლის 2 – 3 ივნისს „ვეროპის უნივერსიტეტში“ European Cooperation in Science and Technology, COST Action-ის პროექტის ADVANCE-TB-ის დახურვის ღონისძიება გაიმართება.
2022 წლის სექტემბერში დაწყებული პროექტი „ADVANCE-TB COST Action“ (CA21164) მიზნად ისახავს ტუბერკულოზის (TB) მართვის სირთულის მოგვარებას. ADVANCE-TB არის კვლევითი ქსელი, რომელიც ტუბერკულოზის კვლევის წინსვლის მიზნით კლინიცისტებს, ინტერდისციპლინური სფეროს აკადემიურ მკვლევრებს, ინდუსტრიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებს ქმნის.
პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 20-ზე მეტი ქვეყნის საერთაშორისო და ადგილობრივი ინსტიტუცია, ექსპერტები, მკვლევრები და პროექტის პარტნიორები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ADVANCE-TB-ის ფარგლებში მიღწეული ძირითადი სამეცნიერო შედეგები, სამუშაო ჯგუფების საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები ტუბერკულოზის კვლევის სფეროში.
ღონისძიების ადგილობრივი კოორდინატორი COST Action ADVANCE-TB-ის წევრი და ევროპის უნივერსიტის ასოცირებული პროფესორი, ეკა კოხრეიძეა.