საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი
“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს” (გერმანია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმება ითვალისწინებს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ორმხრივი მობილობის ხელშეწყობას. ასევე, სწავლების პროცესისა და საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრირების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციებსა და სხვა აკადემიურ თუ კვლევით აქტივობებში ერთობლივი მონაწილეობა.

აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებას.

თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ინსტიტუციურ კავშირებს ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, ხელს შეუწყობს თანამედროვე და ინოვაციური პრაქტიკების მიმოცვლას და რელევანტური სასწავლო და კვლევითი მიმართულებების განვითარებას ორივე უნივერსიტეტში.