“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებმა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” კლინიკური პრაქტიკა გაიარეს
“ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებმა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ კლინიკური პრაქტიკა გაიარეს.
14 იანვარს სტუდენტებს კლინიკური პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები კლინიკის დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ და “ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ნათია ჯოჯუამ გადასცეს.
კონკურსის წესით შერჩეულმა სტუდენტებმა 17 ნოემბერი – 13 დეკემბერის პერიოდში “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ სხვადასხვა განყოფილებაში გამოცდილი სპეციალისტების ზედამხედველობით პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს და კლინიკის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
კლინიკური პრაქტიკის პროგრამაზე კონკურსი კვლავ გამოცხადდა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს 2026 წლის 19 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ განაცხადის გაგზავნა.
იხილეთ ვრცლად კონკურსის შესახებ ბმულზე.