კონკურსი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” პრაქტიკის გავლის მიზნით
“ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში” პრაქტიკის გავლის მიზნით მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.
პრაქტიკის გავლის პერიოდი: 26 იანვარი – 20 თებერვალი.
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:
- GPA > 3.0
- სწავლის საფეხური – დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი პროგრამის მე-4 , მე-5 და მე-6 კურსი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ელ. ფოსტაზე mdstudentscompetition@eu.edu.ge 2026 წლის 19 იანვრის ჩათვლით.
გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 2026 წლის 22 იანვარს.
სტუდენტები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე.
კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 8 სტუდენტი.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2026 წლის 23 იანვრისა.
პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.