სტუდენტებისთვის ლუბლიანაში სრულად დაფინანსებული ერაზმუს+ მოკლევადიანი მობილობა გამოცხადდა
ერაზმუს+ შერეული ინტენსიური პროგრამის (Blended Intensive Program – BIP) ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის და სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კონკურსი გამოცხადდა.
კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები სლოვენიაში, ლუბლიანას ბიზნესის სკოლაში სრულად დაფინანსებულ ერთკვირიან მობილობაში მიიღებენ მონაწილეობას.
BIP კვირეული მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის როლის განხილვას უმაღლესი განათლების კონტექსტში, აგრეთვე, მონაწილეებს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებასა და საერთაშორისო კავშირების გაფართოებას.
მობილობის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან სასწავლო კურსს: Innovation, AI, and Global Responsibility in Higher Education
ხანგრძლივობა: 5 დღე (ვირტუალური კომპონენტი ჩატარდება 2026 წლის მაისის დასაწყისში (თარიღები დაზუსტდება მოგვიანებით), ხოლო ფიზიკური კომპონენტი ლუბლიანაში – 2026 წლის 18–22 მაისს.)
სამიზნე აუდიტორია:
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი
- სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ადგილმდებარეობა: B2 Ljubljana School of Business, ლუბლიანა, სლოვენია (ფიზიკური)
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 3
ფინანსური ინფორმაცია
შერჩეული მონაწილე მიიღებს ერაზმუს+ გრანტს შემდეგი პირობებით:
საცხოვრებლისა და ყოველდღიური ხარჯების ანაზღაურებისათვის – 79€ (ყოველდღიურად)
მგზავრობის დაფინანსებისათვის – €395 (დისტანციის კალკულატორის მიხედვით)
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი წინაპირობები:
- კანდიდატი უნდა იყოს სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ან ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ნებისმიერი პროგრამის სტუდენტი და უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი ევროპის უნივერსიტეტში.
- კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე (შემოწმდება ინგლისურენოვანი ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპზე.)
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს საშუალო შეწონილი აკადემიური მოსწრება (GPA) არანაკლებ 2.5-ისა.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა, აუცილებელია, წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი, შემდეგ დოკუმენტებთან ერთად:
- რეზიუმე (CV)
- ნიშნების ფურცელი (GPA მითითებით)
- ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- პასპორტის / პირადობის მოწმობის სკანირებული ვერსია
განაცხადის წარდგენა:
გთხოვთ, სრული განაცხადი ატვირთოთ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/tNFwrAevDAfKdg9g6
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 25 იანვარი, 2026
ინგლისური ენის გამოცდის თარიღი – 28 იანვარი
გასაუბრება ინგლისურ ენაზე ჩატარდება 2 თებერვალს
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: international.office@eu.edu.ge