საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ ორჯონიკიძე იტალიაში საერთაშორისო კვირეულს დაესწრო

იტალიაში
ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი – მარიამ ორჯონიკიძე 2025 წლის 24-28 ნოემბერს, ერაზმუს+ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, იტალიაში, ტუშას უნივერსიტეტში, საერთაშორისო კვირეულზე იმყოფებოდა.
საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში მონაწილეები ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა სამუშაო სესიებში, პრეზენტაციებსა და დისკუსიებში, რომლებიც ეხებოდა უმაღლეს განათლებაში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, აკადემიური და ადმინისტრაციული მობილობების განვითარებას, ასევე უნივერსიტეტებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებას.

აღნიშნული მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროპის უნივერსიტეტის აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში და მის მუდმივ სწრაფვას საერთაშორისო პარტნიორობისა და ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში მობილობის შესაძლებლობების გაფართოებისკენ.