საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

სტომატოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებულმა, რეინა ფაიადმა, ლიბანის ეროვნული სტომატოლოგიური გამოცდა წარმატებით ჩააბარა

ლიბანის
„ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებულმა, რეინა ფაიადმა, ლიბანის ეროვნული სტომატოლოგიური გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

აღსანიშნავია, რომ რეინა ფაიადი გამოცდის წერით კომპონენტში ათ საუკეთესო კანდიდატს შორის მოხვდა.

„ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამები მორგებულია საერთაშორისო სტანდარტებს. უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული კლინიკა „EU Dent” კი წარმოადგენს საუკეთესო ბაზას პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, რაც ეხმარებათ სტუდენტებს გახდნენ გლობალური ბაზრის შესაბამისი სპეციალისტები.

„ევროპის უნივერსიტეტი“ ულოცავს კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და წარმატებებს უსურვებს.