“ევროპის უნივერსიტეტში” ტურიზმის პროგრამის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა
On December 29, 2025
Comments Off on “ევროპის უნივერსიტეტში” ტურიზმის პროგრამის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა
26 დეკემბერს “ევროპის უნივერსიტეტში” ააიპ განათლებისა და ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი ჩინჩალაძის საჯარო ლექცია გაიმართა.
გიორგი ჩინჩალაძემ სტუდენტებთან საქართველოს რეგიონების საინტერესო, უნიკალურ ტურისტულ პოტენციალზე და მრავალფეროვნებაზე ისაუბრა.
მომხსენებელმა სტუდენტებს გაუზიარა საქართველოს მთიანი რეგიონების მდიდარი ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების განვითარების შესაძლებლობები, პერსპექტიული ტურისტული მიმართულებების, ეფექტური ტურისტული პროდუქტისა და ტურისტული მარშრუტების შემუშავების პირადი პრაქტიკის წარმატებული მაგალითები.
შეხვედრას “ევროპის უნივერსიტეტის” ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი მაია აზმაიფარაშვილი ესწრებოდა.