“ევროპის უნივერსიტეტში” მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ორგანიზებით მე-19 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
18-19 დეკემბერს “ევროპის უნივერსიტეტში“ მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ორგანიზებით მე-19 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა კვლევებზე დაფუძნებული მოხსენებები წარადგინეს, რომლებიც მედიცინისა და სტომატოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ საკითხს ეხებოდა.
მე-19 სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტების გარდა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენციის მონაწილეებს სპეციალურად შერჩეული სამეცნიერო კომისიის წევრები აფასებდნენ:
მაია მანწკავა – მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი , ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
ეკა კოხრეიძე – მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი
დავით მალიძე – მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი
თამარ ალადაშვილი – მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი
მარიკა ზურმუხტაშვილი – სტომატოლოგიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
კონფერენციის დასასრულს კომისიის მიერ საუკეთესო ნაშრომების ავტორები გამოვლინდნენ:
I ადგილი
“ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტები: მარიამ შენგელია და მარიამ მჭედლიშვილი, თემა – ,,SAVR – ქირურგიული აორტის სარქვლის ჩანაცვლება და TAVR-ტრანსკათეტერული აორტის სარქვლის ჩანაცვლება”
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები დავით ხვედელიძე და ლიკა ლონდარიძე, თემა – “ენდოკრინული დისრუპტორები / ფტალატები და ძუძუს კიბო”
II ადგილი
“ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტი იასმინა ზათარ და სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტი მუსტაფა ნასსარ, თემა: “Mechanistic Insights into Polycystic Ovary Syndrome and Periodontal Disease: A Systematic Scoping Review of Inflammatory, Oxidative Stress, Hormonal-Metabolic, and Microbial Pathways’’
III ადგილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები: თათია ჩიტალაძე და ანი შანავა, თემა: “აივ ინფექციის პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა: არსებული მიდგომები, ახალი თაობის თერაპიული საშუალებები და მომავლის პერსპექტივები”
სპეციალური ნომინაციის “საუკეთესო კლინიკური შემთხვევის განხილვის” გამარჯვებულები გახდნენ:
“ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტი: მარიამ ჯოჯუა, თემა: “ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტი და ნაღვლის ბუშტ-თორმეტგოჯა ნაწლავის ფისტულა”
“ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტი გულნაზი მაღრაძე, თემა: “SJS/TEN-ის მართვა მეთილპრედნიზოლონით- კლინიკური შემთხვევა”
სპეციალური ნომინაციის “საუკეთესო მიმოხილვითი ნაშრომის” გამარჯვებულები გახდნენ:
“ევროპის უნივერსიტეტის“ დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტები: ლევან გუგუნავა და ლუკა კელენჯერიძე, თემა “გულის მწვავე და ტერმინალური ქრონიკული უკმარისობის თანამედროვე მართვის მეთოდები: მექანიკური მხარდაჭერა, ხელოვნური გული და ექსპერიმენტული გენური ტექნოლოგიები”
გამარჯვებულები კომისიის წევრებმა და მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სტუდენტები, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, “ევროპის უნივერსიტეტისგან“ ფულადი პრიზით დაჯილდოვდნენ.