“ევროპის უნივერსიტეტმა” 2026 წლის საახალწლო წვეულება გამართა
On December 23, 2025
Comments Off on “ევროპის უნივერსიტეტმა” 2026 წლის საახალწლო წვეულება გამართა
“ევროპის უნივერსიტეტმა” 2026 წლის დადგომა სტუდენტებთან ერთად “მონოჰოლში” გამართული საახალწლო წვეულებით აღნიშნა. ღონისძიებას უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
საღამო მისასალმებელი სიტყვით “ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორმა რაულ ქირიამ გახსნა და სტუდენტებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
სტუდენტებს ახალი წელი მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ნათია ჯოჯუამ, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა სოფიო სამხარაძემ და სავეტერინარო მედიცინის დეკანმა მარიკა ბოკუჩავამ მიულოცეს და წარმატებული წელი უსურვეს.
ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი ბენდ “სინთეზს” დაეთმო, რომელმაც სტუდენტებისთვის პოპულარული ჰიტები შეასრულა და განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა შექმნა.
საღამო DJ-ის შესრულებით დასრულდა.
საახალწლო წვეულება სტუდენტებისთვის დაუვიწყარ და პოზიტიურ მოგონებად იქცა.