სხვა სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტში“ 2026-2032 სტრატეგიისა და 2026-2028 სამოქმედო გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

სტრატეგიისა
17 დეკემბერს, „ევროპის უნივერსიტეტში“ 2026-2032 წლების სტრატეგიისა და 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

შეხვედრაზე “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა.

ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში შეფასდა 2019-2025 წლების სტრატეგიის განხორციელების შედეგად მიღწეული შედეგები, განიხილა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი და სტრატეგიის მეთოდოლოგიაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები.

ასევე მომხსენებლებმა წარადგინეს 2026-2032 წლების სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტები, ამოცანები და მათი განხორციელებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები.

საჯარო განხილვა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. უნივერსიტეტის ახალ სტრატეგიასთან და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.

შეხვედრა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ უნივერსიტეტის ახალი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ინკლუზიური პროცესია, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარის აქტიურ ჩართულობას ეფუძნება.