“ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფალულტეტზე სტუდენტური კონფერენცია გაიმართება
18 დეკემბერს “ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფალულტეტზე კომპანია “პურინას” მხარდაჭერით სტუდენტური კონფერენცია გაიმართება.
წლევანდელი კონფერენციის თემა “გასტროენტეროლოგიური და უროლოგიური პრობლემები კომპანიონ ცხოველებში” იქნება.
კონფერენციის ფარგლებში კომპანია „პურინას“ ვეტერინარი-კონსულტანტი ივანე ზაქარეიშვილი ისაუბრებს ბრენდისა და ასორტიმენტის შესახებ.
კლინიკა Vetlife-ის ექიმი-ვეტერინარი გვანცა ჯინჭარაშვილი წარადგენს მოხსენებას თემაზე: „ქრონიკული ენტეროპათია ძაღლებში“.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ „ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები:
- სანდრო კაშიაშვილი და ლუკა ბარძიმაშვილი – მოხსენებით „პარვოვირუსული ენტერიტი“;
- თორნიკე ხუჭუა – მოხსენებით „უროლოგიური პრობლემები კომპანიონ ძაღლებში“.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე:
- სტუდენტების სარეგისტრაციო ფორმა – https://docs.google.com/forms/d/17QGfBOjkwJQ_nw9dOSG9gt-2S6VzMzuyFY39b0rx8qY/viewform?edit_requested=true
- ლექტორების სარეგისტრაციო ფორმა – https://docs.google.com/forms/d/14tmMorBQeInlcOvpAHDsMPMBV8rAesk9KtmGnuMT7QE/viewform?edit_requested=true
კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ადგილმდებარეობა: „ევროპის უნივერსიტეტის“ A კორპუსი, გურამიშვილის გამზირი №76, აუდიტორია 505
დაწყების დრო: 15:00 საათი