სხვა სიახლეები

„ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ ორგანიზებით მასწავლებლებისთვის ტრენინგი – „გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასება“ გაიმართა

მასწავლებლებისთვის
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ ორგანიზებით, საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის ონლაინ ტრენინგი – „გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასება“ ჩატარდა.

ტრენინგს ხელმძღვანელობდა „ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული ასისტენტ-პროფესორი და სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრის ტრენერი მარიამ რამინაშვილი.

ტრენინგის მიზანი მასწავლებელთა პროფესიული უნარების გაძლიერება იყო.

შეხვედრას 130-მდე მასწავლებელი, ქვეყნის 55 სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლიდან ესწრებოდა.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები უკეთ გაეცნენ:

  • გაკვეთილის ეფექტიან დაგეგმვას
  • SMART მიზნების ჩამოყალიბებას
  • შეფასების თანამედროვე მიდგომებს

სესია მოიცავდა თეორიულ ნაწილს, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და განხილვებს.

მონაწილეებმა იმუშავეს ერთიან სასწავლო პროცესზე, სადაც სწორად დაგეგმვა და შეფასება ხელს უწყობს პროგრესს და ხარისხიან უკუკავშირს.

შეხვედრა ასევე მოიცავდა პრაქტიკულ აქტივობებს:

  • გაკვეთილის დაგეგმვის შედგენა
  • შეფასების რუბრიკის შექმნა

ტრენინგზე დასწრების შემდეგ ყველა მონაწილეს ორენოვანი სერტიფიკატი გადაეცა.