ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სიახლეები

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ძველი თბილისის ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს

ღირსშესანიშნაობები
“ევროპის უნივერსიტეტის” ტურიზმის პროგრამის სტუდენტებმა, პროგრამის ხელმძღვანელთან მაია აზმაიფარაშვილთან ერთად ძველი თბილისის ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობები, მათ შორის დარეჯან დედოფლის სასახლე („საჩინო“, XVII ს.), მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი და სხვა მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილები დაათვალიერეს.

სტუდენტებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მეტეხის უბანში მდებარე უძველესმა საცხოვრებელმა სახლმა – „ფორაქიშვილების დარბაზმა“ (XVII ს.), რომელიც ერთადერთია, დღემდე შემორჩენილი თბილისის ისტორიული საცხოვრებლების რიგში.

აქტივობა ხელს შეუწყობს სტუდენტების პრაქტიკული უნარების გამყარებას, ტურისტულ ობიექტებზე პრაქტიკული გამოცდილების მიღებას და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განმტკიცებას.