3 დეკემბერს პროექტის – „ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართება
3 დეკემბერს, 11:00 საათზე Rooms-ში კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – „ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება“ (InnovaVet) დასკვნითი კონფერენცია გაიმართება.
კონფერენცია „ევროპის უნივერსიტეტისა“ და „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდება.
კონფერენცია მიზნად ისახავს პროექტის მსვლელობისას მიღწეული შედეგების შეჯამებას, ვეტერინარული განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებული აქტივობების პრეზენტაციას, ასევე დარგში არსებულ თანამედროვე ტენდენციებსა და სამომავლო პერსპექტივებზე მსჯელობას.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ინოვაციურ მიდგომებს, განახლებულ სასწავლო პროგრამებს, ციფრულ ინსტრუმენტებსა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავებულ ახალ მეთოდოლოგიებს.
კონფერენცია საინტერესო იქნება ვეტერინარიის სფეროს აკადემიური წარმომადგენლებისთვის, დარგის ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ ვეტერინარული განათლების განვითარების ეროვნულ და საერთაშორისო პროცესებში.
დასწრების მსურველებს, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 1 დეკემბრისა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeXIHLKs5u4Q6DPB1vjF4Ldz3BR43dMmPVy045J9h4IzSX0Ew/viewform
დასკვნით ღონისძიებაზე დამსწრეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ადგილმდებარეობა: სასტუმრო Rooms Tbilisi-ს საკონფერენციო სივრცე
თარიღი და დრო: 3 დეკემბერი, 11:00-16:00
სამუშაო ენა: ქართული