საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტსა და სტამბულის გელისიმის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი გაფორმდა
“ევროპის უნივერსიტეტსა” და “სტამბულის გელისიმის უნივერსიტეტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმების მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის საგანმანათლებლო და კვლევითი მიმართულებებით თანამშრომლობა, გამოცდილებათა მიმოცვლა სწავლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრირების კუთხით, კონფერენციებსა და სხვა აკადემიურ და კვლევით აქტივობებში ჩართვა.

თანამშრომლობა გააძლიერებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირს და უახლესი პრაქტიკების მიმოცვლას, რაც ხელს შეუწყობს რელევანტური სასწავლო მიმართულებების განვითარებას ორივე დაწესებულებაში.