სრულად დაფინანსებული სტაჟირების პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის
“ევროპის უნივერსიტეტსა” და “საქარიას უნივერსიტეტს” (თურქეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის 2 თვიანი სრულად დაფინანსებული სტაჟირების პროგრამა გამოცხადდა.
აქტივობა დაფინანსებულია Erasmus + პროგრამის ფარგლებში.
დაფინანსება მოიცავს:
- სტიპენდია – 800 ევრო/თვე
- სამგზავრო ხარჯები – 309 ევრო
დაინტერესებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი “ევროპის უნივერსიტეტში”
- განაცხადის წარდგენის დროისთვის დასრულებული ჰქონდეს მინიმუმ 1 სემესტრი ევროპის უნივერსიტეტში;
- GPA არ უნდა იყოს 2.5-ზე ნაკლები.
სტაჟირება განხორციელდება საქარიას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში.
შერჩეული კანდიდატი საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს დაეხმარება ადმინისტრაციულ საქმიანობასა და უცხო ენებთან დაკავშირებულ პროექტებში.
სტაჟირების თარიღები შერჩეულ კანდიდატთან ფაკულტეტის ჩართულობით შეთანხმდება.
სტაჟირება განხორციელდება 2026 წლის მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში.
სტაჟირების დასრულების შემდეგ, კანდიდატი მასპინძელი უნივერსიტეტისგან მიიღებს სტაჟირების გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად, შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf4FS7raa2Blt9gI9pTgQokz4AaFp52hLrRKcHvv88q0KRk5g/viewform
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 5 დეკემბერი
კანდიდატებმა უნდა ატვირთონ შემდეგი სავალდებულო დოკუმენტები:
- პასპორტი;
- CV;
- ცნობა აქტიური სტატუსის შესახებ, გაცემული და ბეჭედ დასმული ფაკულტეტის მიერ, მიმდინარე სემესტრში;
- ლექტორის მიერ გაცემული და ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი;
- ნიშნების ფურცელი GPA-ის მითითებით, გაცემული და ბეჭედ დასმული ფაკულტეტის მიერ, მიმდინარე სემესტრში;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, არსებობის შემთხვევაში.
ინგლისური ენის სერტიფიკატებიდან, კონკურსის ფარგლებში მისაღებია:
- IELTS – მინ. 5.5 ქულა;
- TOEFL iBT – მინ. 67 ქულა;
- TOEFL CBT – მინ. 183 ქულა;
- TOEFL PBT – მინ. 513 ქულა;
- FCE;
- CAE;
- Aptis;
- (ცნობა, რომელიც ადასტურებს სტუდენტის ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩარიცხვას)
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: international.office@eu.edu.ge